გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება

19 დეკემბერს, ვ. არქანიას სახელობის არტ გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით შედგა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, პროფესორი როინ მეტრეველი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისიის სხვა წევრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა გ. შარვაშიძის სახელობის პრემიის მნიშვნელობასა და კულტურის სფეროში საზოგადოების ჩართულობაზე. ასევე, კულტურის და ხელოვნების გავრცელების ხელშეწყობაზე ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.

ჯემალ გამახარიამ მიულოცა თითოეულ ლაურეატს გამარჯვება და წარმატებები უსურვა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გადაეცა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, ნაირა მარშანიას, დავით ბაძაღუას და სალომე კაპანაძეს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას მიერ შესრულებული სიმღერები მოისმინეს.
















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions