აღნიშნულ ქვეყნებში მივლინების უმთავრესი მიზნებს წარმოადგენდნენ:
1. დეოკუპაციის თემის ბეჭდური მასალების: აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალების (წიგნის), აფხაზეთში ქართული ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფის ამსახველი ალბომ - წიგნის, ოკუპაციის 25-წლიანი ისტორიის, მისი რეალური შედეგების: სამრეწველო და ეროვნული მეურნეობის, კულტურული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ნგრევა - გაპარტახების დამადასტურებელი უცხოელი ავტორების დოკუმენტალური მასალებით შედგენილი (ლანა სატორი, ორელინ ვილეტი, ჯეიმს კერვინი) ილუსტრირებული წიგნი -ალბომის გერმანული ემიგრანტული აუდიტორიისთვის გაცნობა.
საერთოდ, ამ მიმართულებით შეიმჩნევა ოკუპაციის ამსახველი გერმანულენოვანი მასალების სიმწირე, რაც აღნიშნული მიმართულების ლიტერატურის გერმანულ ენაზე თარგმნის და გამოცემის გადაუდებელ აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.
მეტად აქტუალურ საკითხად წარმოჩინდა ემიგრანტი მოზარდ -ახალგაზრდა კონტიგენტის იტერესები: მოსწავლე და სტუდენტური აუდიტორიისათვის აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის საკითხავი წიგნის (ავტორები: ლ.ახალაძე, ჯ.გამახარია, ბ.ხორავა), ასევე სხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო - პოპულარული თუ მხატვრული ლიტერატურის გერმანულ ენაზე გამოცემის აუცილებლობა, რაც არა მარტო შემეცნებითი თუ პატრიოტული აღზრდის, არამედ მათი აკადემიური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაცაა.
მნიშვნელოვანია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სასულიერო გაერთიანებებთან, საზოგადოებრივ თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ჩამოყალიბებული საკვირაო სკოლებისთვის მეთოდოლოგიური დახმარებების გაწევა დეოკუპაციის თემის მიზნობრივი განვითარებისთვის, რაც გარკვეულწილად აპრობირებულია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობით ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლის დირექციასთან (დირექტორი ქ-ნი თ.გივიაშვილი, ელჩის მეუღლე), რომლის მოსწავლეთა ძირითად შემადგენლობა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდთა კონტიგენტითაა წარმოადგენილი.
2. დევნილი ხელისუფლების ფუნქციონირების საერთაშორისო საქმიანობის მთავარ ასპექტად მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის შემოქმედებითი, მხატვრული და მუსიკალური კოლექტივების (განსაკუთრებით აფხაზეთის გ. ყურაშვილის სახ. მუსიკალური კაპელის, აფხაზეთის მწერლების, მხატვრების,...) ნამუშევრების ფართო პრეზენტაციას ევროპის ქვეყნების შესაბამის პლატფორმებზე, რის ცალკეულ, საპილოტე პროგრამად შეიძლება ჩაითვალოს მუსიკალური კაპელის (მხ.ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე) კონცერტები ჩეხეთის (პრაღის სართაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ბრილიანტის ხმები“, 2014წ.), ბრიუსელის (2016წ.), ლუბლინის (პოლონეთი, 2017წ.), საფრანგეთის-სტრასბურგის, ბაქოს (2019წწ.) და სხვა ინტერნაციონალურ ფესტივალებზე და კონკურსებზე.
ამ მიმართულებით განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნობა ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის მოღვაწეების მხრიდან:
- ასე, მიმდინარე წლის 22-27 ნოემბრში დაგეგმილია პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ბრილიანტის ხმები“ ჩატარება, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კოლექტივის შესაძლო მონაწილეობის საკითხი ადრეულ ეტაპზე განხილულია და მოწონებულია ფესტივალის დირექტორ - განმკარგულებლის მიერ;
- ასევე, გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართული ევროპული ემიგრაციის კარლოვი-ვარის ახალგაზრდულ მუსიკალურ ფესტივალს (ორგანიზატორი ქ-ნი ასმათ შანავა), რომლის პირველი პროგრამა ჩატარდა მსოფლიოში ცნობილ კარლოვი-ვარის საერთაშორისო კონოფესტივალის პრესტიჟულ დარბაზში („ტერმალ კონგრეს ჰალი“) ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურისა სამინისტროსა და ქალაქ კარლოვი - ვარის მერიის პატრონაჟით. ამ ტიპის საზოგადო ღონისძიებებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურისა სამინისტროს მიზნობრივი ჩართულობა მეტ პრესტიჟს და ავტორიტეტს შესძენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას საქმიანობას მზარდი ემიგრანტული (ანუ დიდწილად ლტოლვილი) საზოგადოებრივი მოძრაობების თვალში და ხელს შეუწყობს წლების განმავლობაში რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით განვითარებული გაუცხოების ნეგატიური პროცესისთვის პოზიტიური მუხტის შეძენას.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, განსაკუთრებით განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხრიდან, ამ დარგების (მიმართულებების) დაფინანსების მკვეთრი შემცირება, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ავტონომიური რესპუბლიკის საერთაშორისო წარმომადგენლობით - საპრეზენტაციო იმიჯს, ხელს უშლის დეოკუპაციის საერთაშორისო პროგრამების სრულყოფილად განხორციელებას.