გარდაიცვალა აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი სერგო წურწუმია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ღვაწლმოსილი მუშაკი, თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სისტემის ვეტერანი, აფხაზეთის ომის მონაწილე, გულრიფშის რაიონის მკვიდრი - სერგო წურწუმია.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს.

Print