ჯემალ გამახარიამ ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

კონფერენციაში სახელწოდებით - „ქართული დიასპორული ორგანიზაციები. რეალობა და გამოწვევები“ მონაწილეობდნენ დიასპორული ორგანიზაციები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, ასევე საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის, ასევე საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი ქართული დიასპორების წინაშე არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს დიასპორების როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოს განვითარებისა და დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით.















































































Print