აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა რენალ დგებუაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს რენალდ დგებუაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა.

 

რენალდ დგებუაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით და მისი ნათელი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შეკრებილ საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ რენალდ დგებუაძე იყო გამორჩეული პიროვნება. გაიხსენა მასთან პირველი შეხვედრა 1989 წლის შემოდგომაზე შოთა ჯღამაძესთან და ზაურ კვარაცხელიასთან ერთად, რამაც ძალიან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ჯემალ გამახარიას თქმით, იგი იყო ღრმად განათლებული ადამიანი, შესანიშნავად ერკვეოდა ლიტერატურაში, პოეზიაში, ორიგინალში კითხულობდა გერმანელ კლასიკოსებს, ფილოსოფოსების და ეკონომისტების ნაშრომებს. ბატონ რენალდს ძალიან უჭრიდა კალამი, რისი დასტურია მისი ლექსების კრებული.

კოლეგა გაიხსენეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, მურმან კვარაცხელიამ, რაისა ქარაიამ, თეიმურაზ მჟავიამ.
















































































































Print