Error
შობა-ახალ წელს გილოცავთ ძვირფასო თანამემამულენო!

დადგა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - შობა იესო ქრისტესი!

 

ყოვლადწმინდა მარიამმა შვა ძე ღმრთისა, რომლის სუფევას არ აქვს დასასრული. ქრისტიანული სარწმუნოება, უფალი იესო ქრისტე ქადაგებს სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ერთგულებას, პატიებას და სინანულს ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილ ცოდვათა გამო. იგი მოწყალეა და შემწე გაჭირვებაში მყოფი ყოველი ადამიანის და მფარველია  სიხარულის, ბედნიერების.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს,  იძულებით გადაადგილებულ თითოეულ პირს; ღვთიური რწმენის ერთგულებას, სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ყოველი განსაცდელის გამარჯვებით დაძლევას, წარმატებებს და უფლის შეწევნას უსურვებს ბედნიერი მომავლის, ჩვენი სამშობლოს გაერთიანების უზრუნველსაყოფად.

 

 

 

Print