უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე 2021 წლის სამუშაო გეგმა განიხილეს

პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილეს:

 

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 2021 წლის სამუშაო გეგემის შესახებ;

2.“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით - 2021 წელს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ინფორმაცია და გასატარებელ ღონისძიებათა გეგმის პროექტი წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

პრეზიდიუმის სხდომაზე აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს მომავალი საქმიანობის გეგმა ასახავს ძირითად მიმართულებებს, მაგრამ იგი არის მუშა დოკუმენტი, რომელიც მოვლენათა განვითარებისა და ვითარების შესაბამისად, კორექტივებსაც ექვემდებარება.

პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის  მეორე საკითხი კოლეგების წინაშე განსახილველად გამოიტანა ბატონმა ჯემალ გამახარიამ. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი გასვიანმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მურმან კვარაცხელიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ მგალობლიშვილმა. პრეზიდიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის”თავმჯდომარე რაისა ქარაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე - თემურ ლორთქიფანიძე.

პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დღის წესრიგის ორივე საკითხის განხილვა უმაღლესი საბჭოს სესიაზე 17 თებერვალს გაიმართება.



































































 

 

 

 



 

 

 

 

 




















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions