შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა ამოადგილემ თამაზ ხუბუამ 26 თებერვალს შეხვედრა გამართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში.

 

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრს დავით ფაცაციას და თ. ხუბუას მიერ მოხდა ინფორმაციების გაცვლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პანდემიის პირობებში აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების ფუნქციონირების თავისებურებები, მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობის პრიორიტეტები, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უახლოესი და პერსპექტიული სამოქმედო გეგმები, ჩართულობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების პოლიტიკური და სოციალური დაცვის მიმართულებით, სამშვიდობო პროგრამების რეალიზაციის ეფექტურობა, აფხაზეთის დევნილ აღმასრულებელ სტრუქტურებში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საკადრო ოპტიმიზაციის მიმდინარეობა, ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის სისტემატიზაციის აუცილებლობა. გამოითქვა მზადყოფნა მინისტრის აპარატისა და უმაღლესი საბჭოს მუშა ორგანოებს შორის მუდმივი კომუნიკაციის მეშვეობით კანონშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი დახვეწისათვის. ბატონებმა თ. ხუბუამ და დ. ფაცაციამ პასუხები გასცეს შეხვედრის მონაწილეთა მიერ დასმულ აქტუალურ შეკითხვებს აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო.


მინისტრის აპარატთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, უმაღლესი საბჭოს იურისტმა ბექა ფაცაციამ და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ მ. ჯახაიამ.

 

თ. ხუბუას უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს მსგავსი ფორმატის შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ყველა სამინისტროს კოლექტივთან.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions