ელგუჯა გვაზავა ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე 08.04.2009-08.04.2019 წლებში ელგუჯა (გია) გვაზავა, ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, სახელმწიფო ჯილდოთი - „ბრწყინვალების ორდენით“ დაჯილდოვდა.



ორდენი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ელგუჯა გვაზავას მაღალ სახელმწიფო ჯილდოს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.


 

Print