უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

2021 წლის 17 მარტს, გმირთა მოედანზე, 1993 წლის 16-17 მარტის მოვლენების დროს სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

 

დღესვე უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოინახულეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო, გურამ გაბესკირიას საფლავი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს სამშობლოს ინტერესების დასაცავად აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 16-17 მარტს დაიწყო რუსეთის გენშტაბის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა. ქართველმა ჯარისკაცემბა, არტილერიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ არნახული გმირობა და თავდადება გამოავლინეს. შედეგად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და ბრძოლის ველზე ასობით დაღუპული მებრძოლი დატოვა. მარტის იმ დღეებში მტრის მოგერიებას და სამშობლოს ინტერესების დაცვას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.












































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions