აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს გასართობ კომპლექს ”კოპალაში” უმასპინძლებენ





თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ვაკის ფილიალის ხელმძღვანელობის ინიციატივით 8 ივნისს 14 საათზე გასართობ კომპლექს ”კოპალაში” (წყნეთი, რუსთაველის #3) ჩატარდება საქველმოქმედო ღონისძიება აფხაზეთიდან 60 სოციალურად დაუცველი დევნილი მოზარდისათვის.

რამდენიმე საათის განმავლობაში დევნილ კურსდამთავრებულებს უსასყიდლოდ დაეთმობათ ”კოპალას” ბოულინგის დარბაზი, უმცროსკლასელებს კი - კარაოკე და გასართობი ატრაქციონები.

 

ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდებიან.

 

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება

 

Print