საქართველოს პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

 

გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის, რეფერალური დახმარების პროგრამის შესრულების და დევნილებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარებების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, მსჯელობა, ასევე,  შეეხო იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც კვლავ რჩება უწყებების საქმიანობაში.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „მეტი ჩართულობის“  წარმომადგენელმა ელიკო ბენდელიანმა.


სხდომის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ.































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions