„რუსეთმა აფხაზეთის სოფელი აიბღა წაიღო, ანექსიის პროცესი დაასრულა, აფხაზებს არაფერს ეკითხებიან” –განაცხადა ჯემალ გამახარიამ პრესკლუბ „კვირაში“

“დღეს უკვე ცალსახად ცხადი გახდა, რომ რუსეთი აფხაზეთის სოფელ  აიბღას დაეუფლა, რუსეთმა ეს ტერიტორია დაისაკუთრა,  აფხაზური მხარე  კი  მას წინააღმდეგობას ვერ უწევს. დღეს აფხაზებისთვის  ძალიან სერიოზული პრობლემაა სოფელ აიბღას პრობლემა. ამასთან დაკავშირებით ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი განცხადება გაგვიკეთებია.



მაგრამ დღეს უკვე ცალსახად ცხადი გახდა, რომ რუსეთი სოფელ აიბღას დაეუფლა. ძალიან მოკლედ მინდა  გითხრათ ისტორიული ცნობა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. აიბღა ოდითგანვე აფხაზეთის სამათავროს შემადგენლობაში შედიოდა, იქ აფხაზები ცხოვრობდნენ. ეს  ტერიტორია თავად  მარშანიებს ეკუთვნოდათ. 1864 წლის 12   მაისს რუსებმა  აიბღა იაღეს. ამით კავკასია – რუსეთის ომი დასრულდა. იქ რუსები დაასახლეს.

 

რუსეთი ამ ტერიტორიის მისაკუთრებას საბჭოთა პერიოდშიც  ცდლიობდა.

2008 წლის შემდეგ, როცა აფხაზეთი  რუსეთმა აღიარა, ეს საკითხი აქტუალური გახდა. 2010-11 წლებში დე ფაქტო პრეზიდენტმა ბაგაფშმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს  გადაცემა არ მომხდარიყო. პირველი სერიოზული დაპირისპირება აფხაზ სეპარატისტებსა და ოკუპანტებს შორის სწორედ აიბღას თემაზე მოხდა. 2014 წლიდან კვლავ აქტიურდება ეს საკითხი.

შარშან,  2020 წლის იანვარში რუსეთის  ფეესბე-მ ეს ტერიტორია საკუთარი ბრძანებით კრასნოდარის მხარეს მიაკუთვნა. თებერვალში რეესტრშიც შეიტანეს. სოხუმშიც და თბილისშიც ამასთან დაკავშირებით დიდი აურზაური ატყდა. რუსეთმა დროებით უკან დაიხია. აგვისტოში კი  ხიდიც ააშენეს, რომელმაც ეს სოფელი ადლერს დააკავშირა.   იქ რუსების მხრიდან მმართველია დანიშნული. აფხაზებს არაფერს ეკითხებიან. რუსეთმა ანექსიის პროცესი დაასრულა.

ეს ფაქტი მომხდარია, რუსეთმა წაიღო ეს  ტერიტორია. სამწუხაროდ,  აფხაზური მხარე მას წინააღმდეგობას ვერ უწევს, მაგრამ საზოგადოება უკიდურესად შეურაცხყოფილი და უკმაყოფილოა.

ქართულმა მხარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა. ჟენევის დისკუსიებზეც  გაკეთდა განცხადება“, – განმარტავს ჯემალ გამახარიამ.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions