გარდაიცვალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია

აფხაზეთის საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა ღირსეული მამულიშვილი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აქტიური მებრძოლი, აფხაზეთის დევნილი საზოგადოების ქომაგი და გულმხურვალე მხარდამჭერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1999-2004 წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, გულრიფშის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი - რაიონის გამგებელი, აფხაზეთის ომის პერიოდში გულრიფშის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, პოლკოვნიკი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენის კავალერი

 

დავით გვაძაბია


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებით იუწყებიან ღვაწლმოსილი კოლეგის გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს.


 

 

Print