აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა


2021 წლის 21 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.








 

პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციური კანონი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (აფხაზეთის ხმა, N27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას - რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შენაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.“.

მუხლი 2.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო საკანონმდებლო აქტების ამ კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ამ კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით 2021 წლის 1 ნოემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე                                                                            რუსლან აბაშიძე





 

განმარტებითი ბარათი




აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტზე




) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

..) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ მთავრობის შემადგენლობის განახლების პროცესში უმაღლესი საბჭო საერთოდ არ იღებს მონაწილეობას. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ მთავრობის შემადგენლობა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს (გარდა მთავრობის თავმჯდომარისა) ისე, რომ უმაღლესი საბჭო არ იქნება ჩართული ამ პროცესში. წინამდებარე კონსტიტუციური კანონის პროექტი სწორედ ამ ნაკლოვანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს და მთავრობის შემადგენლობის ნახევარზე მეტით განახლების შემთხვევაში ითვალისწინებს მთავრობის შემადგნელობის დამტკიცებას უმაღლესი საბჭოს მიერ.

კონსტიტუციური კანონის პროექტი ასევე უზრუნველყოფს შექმნილი ვითარებისადმი ადეკვატურ მიდგომას. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირებამ ბუნებრივად გამოიწვია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის შემცირება.

..) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება აუცილებელია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღსადგენად, კერძოდ, უმაღლესი საბჭოსთვის მის მიერ დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობის ნახევარზე მეტით განახლების შემთხვევაში მისი დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირებით, რაც, თავის მხრივ, იწვევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის შემცირებას.

 

.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის ნახევარზე მეტით განახლების პროცესში მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი საბჭო, კერძოდ, ის დაამტკიცებს განახლებულ შემადგენლობას.

.) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის ნახევარზე მეტით განახლების შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

კანონპროექტის თანახმად მცირდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა, კერძოდ, ნაცვლად პირველი მოადგილისა და მოადგილისა, პროექტი ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებდებობას.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან ასეთის არსებობის შემთხვევაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი არ არის ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და ის არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.

) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და ყოველთვიურად ის შემცირდება 1160 ლარით.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ ყოველთვიურად ის შემცირდება 5860 ლარით.

.) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

.) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

.) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

) კანონპროექტის ავტორი:

უმაღლესი საბჭოს წევრები:

თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ანზორ წოწონავა, თემურ მჟავია, მურმან კვარაცხელია, ჯემალ საჯაია, ვახტანგ კაჭარავა.

) კანონპროექტის ინიციატორი:

უმაღლესი საბჭოს წევრები:

თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ანზორ წოწონავა, თემურ მჟავია, მურმან კვარაცხელია, ჯემალ საჯაია, ვახტანგ კაჭარავა.

Print