ჯემალ გამახარიამ საქართველოს პარლამენტში საინიციატივო წესით კანონპროექტი, მესამე მოსმენით, განსახილველად წარადგინა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, მესამე მოსმენით, განსახილველად წარუდგინა. კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს არ ჰქონიათ არსებითი ან თუნდაც რედაქციული შენიშვნები. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც უძღვებოდა სხდომას, მიზანშეწონილად ჩათვალა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა.

 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი იქნებიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

იხილეთ ლინკი: https://youtu.be/qNzVCgLAS1A

 



 

Print