ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა


26 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე.

 

ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/44; 31.05.2021) მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა.

 

კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

პროექტით ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო გამკაცრება. კერძოდ, ზუსტდება „ძეგლის განადგურებისა“ და „ძეგლის დაზიანების“ ტერმინები, ცალკე გამოიყოფა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა დისკრიმანციული ნიშნით. ასევე, მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) ერთად პასუხისმგებლობა ვრცელდება ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მფლობელზე, რომელიც არ წარმოადგენს მესაკუთრეს. ახლებურად განისაზღვრება უძრავი ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა. 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, კანონის მიღება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად დაცვისათვის, ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფის გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირებისათვის.

 

მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას.    

კანონპროექტმა მრავალპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.



ჯემალ გამახარიას მოხსენება (კულტურული მემკვიდრეობის შესახებ). საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი. 26.10.2021

https://youtu.be/3IyXVSiS8-Q

 



Print