სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 200 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ბორჯომში მდებარე ოთხ სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.
სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაზე ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად იმუშავებენ.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.