აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა

15 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს:

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ;

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ;

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ;

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ;

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეთიკის საბჭოს შემადგენლობის შესახებ;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის განხილვის გრაფიკის თაობაზე;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ზემოაღნიშნული კანონპროექტების მიღებას.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.  
























































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions