მოწვეულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ბიოგრაფიის მქონე ადამიანები: უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ექიმები, ომის ვეტერანები, ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოხელეები, სპორტსმენები.
მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.
ჯემალ გამახარია მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საახალწლო მიღებაზე საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
ზურაბ ხონელიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
დავით ჯალაღონია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - სენატის სპიკერი
ნატო შენგელაია - ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის ნეიროქირურგიის სამსახურის უფროსი
ანი თომაძე - სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახებათა მართვისა და ჰოსპიტალიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე
ნანი ჭანიშვილი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველება“ მთავარი კოორდინატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
კობა კობალაძე - საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, სამხედრო ძალების გენერალი
თეიმურაზ დარჯანია - აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის ოცეულის მეთაური
ჯემალ სვანიძე - აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის „თავისუფლება“ ასეულის მეთაური
ლიანა ქუთელია - ომში დაღუპული შვილის დედა
ხათუნა მაისურაძე - დევნილი გუთაუთიდან, ვეტერანი ხელბურთელი, ფიფას არბიტრის ასისტენტი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი ფეხბურთში
ანა შაკაია - შპს „აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ფილიალის, აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ოჯახის ექიმი
ზურაბ მჟავია - კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ვენერა რურუა - აფხაზეთის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების სამსახურის უფროსი
გიორგი ბულისკერია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ გახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი