ნანა კვარაცხელიას დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალის ნომინაციაში გამარჯვებულის ჯილდო გადაეცა

ამა წლის 29 მაისს, „მომავლის ინოვაციური განათლების სამიტი - 2022“ ჩატარდა. ღონისძიება ნიუ დელიში, ინდოეთის კონსტიტუციის კლუბში Swarna Bharat Parivaar Trust (SBP) & International Internship University (IIU) ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა. სამიტზე განიხილებოდა ციფრული (დისტანციური) განათლების განვითარების სამომავლო პერსპექტივები - eWorld.

სამიტი დაიწყო ციფრული საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში გადამზადებული სკოლების, კოლეჯების, უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან დოქტორანტების დაჯილდოებით. ჯილდოს გადასცემდნენ საპატიო სტუმრები, რომლებსაც მიყავდათ შესაბამისი სალექციო კურსი. მათ შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ნანა კვარაცხელია, რომელიც წლების მანძილზე ახორციელებს დისტანციური სწავლების საპილოტე პროექტს აფხაზეთში. ქ-ნი ნანა 2020 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს დელის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტთან, ამზადებს სასემინარო ლექციებსა და პრეზენტაციებს ინოვაციურ ციფრულ განათლებასთან დაკავშირებით.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა 10 ქვეყნის წარმომადგენელი აზიიდან ევროპიდან, აფრიკიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდან. დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რადიკალურ ცვლილებებზე, რაც მოაქვს განათლების მიწოდების და მიღების თვალსაზრისით ციფრული ტექნოლოგიების პროლიფერაციას. შედგა ვრცელი და საქმიანი საუბარი ციფრული განათლების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე; მოხდა დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაცვლა და ფართო აუდიტორიის წინაშე იმ სირთულეების წარმოჩენა, რომლებიც თან ახლავს განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების პროცესს, თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე მიდგომების და პარამეტრების დანერგვას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ქ-ნმა ნანა კვარაცხელიამაც. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ციფრული განათლების საჭიროება საქართველოში გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციით. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა 50 ათასზე მეტ ადგილობრივ ეთნიკურ ქართველს აუკრძალეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. აღნიშნული გამოწვევა გახდა საფუძველი ალტერნატიული განათლების შეთავაზებისთვის.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა „დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალი 2022“ ნომინაციაში გამარჯვებული ქალბატონების დაჯილდოების ცერემონიალს. ყოველწლიურად, Swarna Bharat Parivaar Trust (SBP) & International Internship University (IIU) აწყობს დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალების დაჯილდოების ცერემონიალს იმ ქალბატონების პატივსაცემად, რომლებმაც გამოავლინეს საოცარი თავდადება და მონდომება, შეასრულეს მნიშვნელოვანი სამუშაო საზოგადოების განათლების დონის ასამაღლებლად.

საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის International Internship University (IIU) მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის, მიმდინარე და „მომავლის პროექტები“-ს ფარგლებში გაზიარებული იდეებისათვის 2022 წლის დედამიწის ყველაზე შთამაგონებელი ქალის ნომინაციაში გამარჯვებულის ჯილდო გადაეცა ქ-ნ ნანა კვარაცხელიას. თავის გამოსვლაში მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური ქართულენოვანი სწავლების“ პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ვრცლად ისაუბრა რუსული ოკუპაციის შედეგად აფხაზეთში  შექმნილ მდგომარეობაზე.


































































































































































 

 

 



























































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions