ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის სამოქმედო გეგმის წარდგენას დაესწრო

8 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

 

შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ „დღეს საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება“. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, ავტონომიური რესპუბლიკების პირველი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოსვლის (08.06.2022წ.) სრული ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ: https://parliament.ge/media/news/sakartvelos-parlamentis-tavmjdomare-shalva-papuashvilis-mokhseneba-sakartvelos-parlamentis-sakmianobis-2021-tslis-angarishi-da-2022-tslis-samokmedo-gegma
























































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions