პარაკლის დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებრიობას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ.
გამომსვლელებმა ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესში.
პარაკლის ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
ამავე დღეს, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის „ილორიდან ილორამდე“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ინფორმაციული ხასიათისაა და წმინდა გიორგის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობის პროცესს ასახავს.
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლის დაესწრო