ჯემალ გამახარია საქართველოში წითელი ჯვრის (ICRC) დელეგაციის მოღვაწეობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრო

28 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატი ეთერ ასტემიროვა საქართველოში წითელი ჯვრის ICRC-ის დელეგაციის მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილ ფოტოგამოფენას დაესწრნენ. გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წითელი ჯვრის დელეგაციის მიერ საქართველოში 30 წლის მანზილზე განხორციელებული ღონისძიებების და აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტომასალა.



ამასთან, საქართველოში წითელი ჯვრის დელეგაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ქ-ნ სევერინ ჩაპაზის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა.

გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ვეტერანთა კავშირის, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



















































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions