აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის საშემოდგომო სესია გაიხსნა

6 სექტემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის  შესაბამისად, საშემოდგომო სესია თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გახსნილად გამოაცხადა. სხდომა ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პლენარული სხდომის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა ჯემალ გამახარია.

 

მან მიულოცა კოლეგებს 2022 წლის საშომოდგომო სესიის ფორმატში მუშაობის განახლება და ვრცელ მიმართვაში დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე. მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ყველას მოუწოდა მეტი მუშაობისკენ.

 

საშემოდგომო სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები.

 

სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი  კოლეგების ხსოვნას.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მიმართვა საშემოდგომო სესიის გახსნაზე - 06.09.2022წ.

https://youtu.be/uasRP4svBxo

















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions