ლეიდენში ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ომის სიჩუმე“ გაიმართა, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ომის დაწყების 30 წლისთავს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს

მიმდინარე წლის 6-8 აგვისტოს საერთაშორისო „ფონდი არტ-ექო“-ს მიერ ქ.ლეიდენში (ნიდერლანდების სამეფო), ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ომის სიჩუმე“ გაიმართა, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ომის დაწყების 30 წლისთავს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

 

ორილიენ ვილეტი მსოფლიოს დაახლოებით 70 ქვეყანას სტუმრობდა. 2018 წელს მან მთელი თვე დაჰყო ოკუპირებულ აფხაზეთში და გადაიღო ასეულობით შთამბეჭდავი ფოტო, რომელთაგანი 12 პრეზენტირებული და გამოფენილ იქნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2018 წელს ფონდი „არტექოს“ მიერ.

 

6 აგვისტოს ღონისძიება დაიწყო ქ.ლეიდენის ეკლესიაში. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ელჩის დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ქ.ლეიდენის მერის მოადგილე ბატონი აბდელჰაქ იერმოუმი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ყოფილი ელჩი პიტერ ლანგერბერგი, დიპლიმატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, ქ.ლეიდენის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები, მათ შორის თბილისის კონსერვატორიის სტაჟიორები, ქართული სათვისტომის წარმომადგენლები, როგორც ქ.ჰააგიდან, ასევე ქ. ამსტერდამიდან, ჰაგიდან.

 

ღონისძიებაზე საგანგებოდ ჩამოსულმა ქ.ანტვერპენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ აფხაზეთში/საქართველო და უკრაინაში დაღუპულების სულის სახსენებლი პანაშვიდი აღავლინა.

 

ღონისძიების დამსწრეებს მიესალმნენ: გამოფენის გალერისტი ფრიდა ვან დერ პული,  გამოფენის ორგანიზატორი დ.უბილავა - დე გრაფი: „დაფიქრება გვმართებს იმაზე, რომ განურჩევლად ეროვნების, რელიგიური მრწამსის, განსხვავებული კულტურისა და შეხედულებებისა, ისედაც ძალიან მოკლე ცხოვრების მანძილზე გაკეთებული პრიორიტეტებისა და ფასეულობების მიუხედავად ჩვენ დედამიწის ბინადარნი ვართ. სამყაროში უდიდესი გამოწვევებია და ვერ გადავრჩებით თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს და ჩვენს სახლსაც!“ - თქვა მან. ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა დ.სოლომონიამ ყურადღება გაამახვილა დღევანდელი მსოფლიოს ურთულეს პრობლემაზე - ომზე უკრაინაში.  ამ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს მიერ ორჯერ (1993, 2008წწ.)  გადატანილი უბედურებაზე. 30 წლიანი შერიგებისა და ქვეყნის გაერთიანიბისაკენ ურთულესი გზის გავლისა და გამოცდილების ფონზე შექმნილი პრობლემების განზოგადოებაზე, ქ.ლეიდენის მერის მოადგილე აბდელაქ იერმოური, ლეიდენის ფონდი „არტექოს“ PR/კომუნიკაციის კოორდინატორი ანია სლეგი, ფოტოხელოვანი ო.ვილეტი, გუიდო მარჩენა - ქ.ლეიდენის კულტურის ფონდის დირექტორი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰოლანდიის ცენტრის ქართველი თანამშრომელი სოფო პატარაია, უკრაინელი სტუდენტი ოლექსანდრ იუხუმოვიჩი, რომელმაც დამსწრეთათვის შეასრულა რამოდენიმე მუსიკალური  ნაწარმოები ვიოლინოზე.

 

გამომსვლელები შეეხნენ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარადებულ, უდანაშაულო, საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილ 10 მილიონადმე მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსა და მოხუცებზე, მათ გაუსაძლის მდგომარეობას.

 

თავის მისელმებაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გავუსვა აფხაზეთის ტრაგედიას და უკრაინაში მიმდინარე პროცესების ანალოგიას. ფოტოსურათები ასახავენ აფხაზეთის ომის შედეგად იქ დასადგურებულ სიცარიელეს, მარტოობასა და ნოსტალგიას,- აღნიშნა მან თავის გამოსვლაში. „ფოტოგამოფენა კი ერთგვარი ექოა 30 წლის წინანდელი საქართველოს მიერ გადატანილი უმძიმესი პოლიტიკური პროცესებისა და იმავდოულად სოლიდარობა უკრაინისა და ევროპის ამჟამინდელი პრობლემისა, რუსეთ-უკრაინის ომისა“- დასძინა ვ.ყოლბაიამ. გამოსვლი ბოლოს მან მადლიერება გამოთქვა ქ.ლეიდენის ხელისუფლების მიმართ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

 

ამაღელევებილი სიტყვით გამოვიდა ფოტოების ავტორ ო.ვილეტი - „ჩვენ მარტონი ვართ სამყაროში, ჩვენს გარშემო სიჩუმეა. სიჩუმეა დედამიწის ნაომარ ადგილებშიც. ესაა ომებით გამოწვეული სიჩუმე! იძულებითი სიჩუმე!“.

 

დიდი მოწონება დაიმსახურა თემატიკის შერჩევით მაღალი შესრულების ხარისხით გამორჩეულმა სურათებმა. ეს იყო ევროპული დონის პროფესიონალი ფოტოხელოვანის ორელიენ ვიტელის თავლით დანახული, მრავალხრივ საინეტერსეო აქცენტებით დატვირთული ქართული ღონისძიება შუაგულ ევროპაში. აღინიშშნა, რომ ამ გამოფენამ წინ წამოსწია საქართველო და მისი პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

 

ექსპონატების დათვალიერებისას წარმოშობილმა ემოციამ, პუბლიკა განაწყო ბუნებრივად აზრთა გაზიარების სურვილისაკენ.

 

ღონისძიების ბოლოს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტმა ლიზა მებონიამ  შეასრულა სიმღერები ქართულ და უკრაინულ ენებზე.

 

ერთ-ერთი მტავარი შედეგი ამ გამოფენისა გახლავთ ის, რომ აფხაზეთის პრობლემა რჩება  ევროპის ყურადღების ცენტრში. ამაზე მიუთითებებს, როგორც ქ.ლეინდენის, ჰოლანდიის მედიაში აღნიშნული გამოფენის შესახებ ვრცელი მასალა, გამოხმაურება  სოციალურ ქსელში.

 

გამოფენა გაგრძელდა 30 აგვისტომდე.

 

 

საინეტერესო ექსკურსია მოეწყო მეორე დღეს კოსმოსურ სააგენტოში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 17 სახელმწიფოს და ფუნქციონირებს ევროკავშირის ეგიდით ქ.ლეიდენში.

 

2019 წელს „არტექომ“ თბილისის მოსწავლე ახალგაზრდომის სასახლეს საჩუქრად ჩამოუტანა ტელესკოპები ნასასა და ესას ასტორნავტების ავტოგრაფებით. თავიდან ჩაფიქრებული იყო ტელესკოპების გადაცემა ქ. თბილისში არსებული აფხაზეთის რომელიმე სკოლისთვის, მაგრამ შესაბამისი მატერიალური ბაზისა და სხვა პირობების არქონის გამო გადაწყდა, რომ თბილისის მოსწავლეთა სასახლე უფრო შეძლებდა ტელესკოპების პრაქტიკულ გამოყენებას.  „არტექოს“ ხელმძღვანელთან შედგა მოლაპარაკება, ანალოგიური ტელესკოპების საქართველოში ჩამოტანის თაობაზე აფხაზეთოდან დევნილი ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი სკოლისთვის, შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაში.

 

 

ცოტა რამ ფონდი „ფონდი არტ-ექო“-ს შესახებ

ფონდი არტ-ექო 2009 წელს  დაარსდა ნიდერლანდებში ქართველის, აფხაზეთის მკვიდრის დალი უბილავა-დე გრააფის მიერ. 2010 წლიდან ფონდი დაკავებულია ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის პოპულარიზაციით  ქართველი ხელოვანების შემოქმედების მეშვეობით და პირიქით, მსოფლიოში აღიარებული ჰოლანდიელი და ევროპელი ხელოვანების წარდგენით და ევროპაში მიმდინარე კულტურული პროცესების ორგანიზებით საქართველოში. ფონდის მიზანია ხელოვნების და კულტურის პროექტებით საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირების განმტკიცება და ახალი კავშირების ჩამოყალიბება.  2010, 2012, 2014 და 2017 წლებში ფონდმა ჰოლანდიაში წარადგინა ანსამბლი „რუსთავის“ კონცერტები, ქართული კინო-კლასიკის რეტროსპექტივა, ქართველი ხელოვანების დიმა ერისთავის, ლევან ცუცქირიძის, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძის, ვახტანგ ონიანის, რადიშ თორდიას ხელოვნება, აფხაზეთიდან დევნილი 22 მხატვრის ჯგუფური გამოფენა. 2011, 2013, 2016, 2017 და 2018 წლებში ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო ჰოლანდიელი და ფრანგი ხელოვანების, გერიტ ვან დაიკის, სილია ვან დაიკის, ერვინ ოლაფის და ორელიენ ვილეტის შემოქმედება. გარდა ამისა, რუსთაველის კედელი ლეიდენში, ნასას და ესას ასტრონავტების ავტოგრაფებით დამშვენებული ტელესკოპები მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისთვის, ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიენ ვილეტის ფოტოალბომი „ტფილისი-თბილისი“. ფონდის საქმიანობაში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის პროექტებია. წლების განმავლობაში ფონდის მხარდამჭერია ათეულობით ჰოლანდიური და რამდენიმე ქართული ორგანიზაცია.





























































































































































































































































































 

 













































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions