უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია ჯვარსა და წალენჯიხაში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 17 სექტემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 140 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ჯვარში და წალენჯიხაში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული (სულ 6 კომპაქტური ჩასახლება).

 

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

 

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომლები, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა უბილავა და ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე დათა კუკავა.

 

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.

 

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

























Print