17 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
დეპუტატემბა განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ საკითხი.
დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ხოლო თანამოხსენებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარე რაისა ქარაია, უმაღლესი საბჭოს წევრები ზურაბ ჯგუბურია, ელგუჯა გვაზავა, თეიმურაზ მჟავია, თემურ კალანდია.
წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, სესიამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.