ჯემალ გამახარია ეხმაურება ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას გამოჩენილი კინომსახიობისა და  საესტრადო მომღერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, საერთაშორისო აღიარების მქონე დიდი ხელოვანის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისმა განუმეორებელმა, საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ  უაღრესად პოპულარულმა შემოქმედებამ სამუდამოდ დაიმკვიდრა თავისი ადგილი თითოეული ქართველისა და არა მარტო ქართველის გულში, ქართული ხელოვნების მდიდარ ისტორიაში. უკვდავია ვახტანგ კიკაბიძის შემოქმედება, უკვდავია მისი სახელიც.



უფალმა ნათელში ამყოფოს ვახტანგ კიკაბიძის სული.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions