”მთელი არსებით სოლიდარული ვარ კიევში, მაიდანზე და მის ფარგლებს გარეთ საპროტესტოდ გამოსული ადამიანების მოთხოვნებისადმი - იცხოვრონ განვითარებულ, დემოკრატიულ, ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების განუხრელად დამცველი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში. უზენაეს პირად ღირსებად მიმაჩნია თითოეულ მათგანს ღრმა პატივისცემა და მხარდაჭერა დავუდასტურო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი მასშტაბური საპროტესტო აქციები ცალკეული ანგაჟირებული პროვოკატორისაგან დაცული ყოველთვის ვერ იქნება, მაგრამ აქციაში მონაწილე ყველა მოქალაქის ტერორისტად შერაცხვა, რაც დააფიქსირა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მისგან უდიდეს და გამოუსწორებელ შეცდომად უნდა ჩაითვალოს, თუ არა - დანაშაულად! გულითადად მსურს ამ ჩვენი უახლოესი, მეგობრული ქვეყნისა და ხალხის ცხოვრებაში სულ მალე სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს” - აცხადებს თ. ხუბუა.