თამაზ ხუბუა: ”კონფლიქტებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში უპრიანი იქნებოდა აფხაზეთელი ჟურნალისტების ჩართვა”

 

2014 წლის 3 მაისს სომხეთის დედაქალაქში ერევანში გაიმართა სამოქალაქო მოსმენა თემაზე ”სამოქალაქო საზოგადოების როლი და გავლენა მშვიდობის დამყარების პროცესში”. შეხვედრა შედგა გაეროს ეგიდით და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა სოხუმიდან, ცხინვალიდან, თბილისიდან.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა: ”მსგავს შეხვედრებს ყოველთვის მივიჩნევდი მნიშვნელოვან კომპონენტად გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებელ პროცესში, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ვერც ადრე და ვერც ამჟამად ვერ ვხვდები, რა ან ვინ უშლის ხელს ასეთ კონფერენციებში დასახელებული კონფლიქტური რეგიონების პრიორიტეტულ წარმომადგენელთა მიწვევებს. მე ვიცნობ ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილე ყველა ჟურნალისტს და უაღრესად პოზიტიური დამოკიდებულება გამაჩნია მათ პროფესიონალურ და პიროვნულ რეპუტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა სოხუმელ ჟირნალისტს როინ აგრბას ესაუბრონ აფხაზეთელი ქართველი ჟურნალისტები: თამაზ ჩოჩია, მანანა დარჯანია, თენგიზ პაჭკორია, ნატო კორსანტია, გოჩა ხუნდაძე, დალი ჯონჯუა, თეა სიჭინავა, დავით კაკულია, და სხვები.

 

მითითებული შეხვედრების თბილისელ კოორდინატორებს ვარწმუნებ, რომ დასახელებული და სხვა აფხაზეთის მკვიდრი ქართველი ჟურნალისტები არაფრით არ დააკნინებენ ფორმატის მნიშვნელობას, თუ არა პირიქით”.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions