საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის პრობლემატიკაზე იმსჯელეს


24 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა. სხდომას უძღვებოდა პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე(”ქართული ოცნების”ფრაქციის თავმჯდომარე) გიორგი ვოლსკი.

 

ერთობლივ სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო აფხაზეთის 2014 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ რეგიონში არსებული მდგომარეობა და ტენდენციები.

სხდომამ დღის წესრიგის მთავარ საკითხზე მოისმინა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის ანგარიში. მასში მოცემული იყო აფხაზეთში დღეს შექმნილი ვითარებისა და ახალი რეალობის საფუძვლიანი ანალიზი  სათანადო დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიისა და  პარლამენტის კომიტეტების წევრებთან ერთად სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებმა(ვახტანგ ყოლბაიამ, ელგუჯა გვაზავამ, დავით გვაძაბიამ, ჯემალ გამახარიამ), არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა დროებითი კომისია გააგრძელებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსმენებს, რათა საბოლოო ჯამში გამოიკვეთოს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მისადაგებული იქნება თანამედროვე რეალიებთან.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions