სამეცნიერო კონფერენცია აფხაზეთის ეროვნულ აკადემიაში

აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ 30 ოქტომბერს გამართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ""აფხაზეთის საკათალიკოსო, ისტორია და დღევანდელობა", რომელიც მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა.


აფხაზეთის ეროვნულის აკადემიის სახელით მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

მეუფე ანანიამ დალოცა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ხელმძღვანელებსა და მოწვეულ სტუმრებს.

სამეცნიერო კონფერენციაზე მხილებული იქნა ის დეინტეგრაციული პროცესები, რასაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეთა შორის ჯერ კიდევ რუსული იმპერიალისტური ხელისუფლებიდან მოყოლებული. აღინიშნა, რომ არ არსებობს ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი, არსებობს რუსეთ-საქართველოს ომი, რომელშიც გამოყენებული იყო აფხაზეთის და ანალოგიურად ცხინვალის მონაკვეთი.

სიტყვით გამომსვლელებმა მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ღვაწლს ერთხმად გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მისი აქტიური ჩართულობა აფხაზეთის თემაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორი ორიენტირის ჩამოყალიბებისთვის, ქართველთა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ერთიანობისათვის.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია შეეხო დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე შიდა  საეკლესიო დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილ პრობლემას. მისი თქმით:

"გარკვეული სეპარატისტული წრეების (რომლებიც აფხაზეთის საკათალიკოსოს სამართალმემკვიდრეებად აცხადებენ თავს) მიმართვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ "აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის" აღიარებასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ქართული მხრიდან დროულად არ ითქვა სრული სიმართლე აფხაზეთის საკათალიკოსოს და ზოგადად აფხაზეთის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზით დღემდე გრძელდება ნახევარი სიმართლის აღიარება. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია გაყალბებულ ისტორიულ "ფაქტებს"  დაუპირისპირდეს ობიექტური ისტორიოგრაფია, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი "კეთილშობილური" პოლიტიკური მოსაზრებებისგან და გავლენისაგან. აფხაზეთის საეკლესიო და პოლიტიკური ისტორიის კომპლექსურმა კვლევამ, მისი შდეგების როგორც აფხაზურ საზოგადოებაში, ისე მსოფლიო საეკლესიო, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში გავრცელებამ ნიადაგი უნდა გამოაცალოს სეპარატისტულ იმპერიულ ისტორიოგრაფიულ სუროგატს და მათზე დაფუძნებულ აბსურდულ პოლიტიკურ მოთხოვნებს", - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions