საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

 

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთმა სტრუქტურამ, რომელიც თავისთავს ”საგარეო საქმეთა სამინისტროს” უწოდებს, გაღიზიანებული ტონით გამოხატა უკმაყოფილება პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ”Diamonds Voice 2014”-ის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეების ჩატარებასთან დაკავშირებით... მსგავსი პოზიცია რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული არალეგიტიმური დაწესებულების მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა. დროა, მოსკოვმა შეიგნოს, რომ საერთაშორისო სამართალი, მსოფლიო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს ეთნიკური წმენდის შედეგად სოხუმში აღმოცენებულ და ოკუპანტი ქვეყნის ხიშტებზე დამყარებულ მარიონეტულ, სისხლიან ხელისუფლებას, რომელიც შუასაუკუნეობრივი მეთოდებით დღემდე ფეხქვეშ თელავს ადამიანის ელემენტარულ უფლებებს. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნების გამომხატველი ერთადერთი ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მის მიერ დანიშნული მთავრობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში კვლავაც გააგრძელებს ზრუნვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობაზე - ჩვენთვის უაღრესად ძვირფას თანამემამულეებზე, განურჩევლად მათი ეროვნებისა; გააგრძელებს მსოფლიო საზოგადოებრიობის ინფორმირებას აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად იქ დატრიალებული ტრაგედიისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

აპარატის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions