აფხაზეთის ა/ რესპუბლიკის სახელისუფლებო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

27 ნოემბერ-2 დეკემბერს პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის  DIAMONDS VOICE-2014 ფარგლებში ჩატარდა „აფხაზეთის  კულტურის დღეები“, რომლის ჟიურის წევრი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანი, მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო კაპელამ, კონკურსანტმა მარიამ პაჭკორიამ. გაიმართა მხატვარ დავით ბაძაღუას ნამუშევრების გამოფენა, ისტორიკოსების ჯემალ გამახარიას, მარიამ ლორთქიფანიძის და ლია ახალაძის მეცნიერული ნამუშევრის ჩეხურენოვანი „აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში“(ჩეხურ ენაზე) და ნატო მარშანიას წიგნის  „Неприклонный Рыцарь“(დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ) პრეზენტაცია. გაიხსნა აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, საქართველოს თვალსაჩინო პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა (ემიგრაციის პერიოდში-1923/1939წ.წ.- პრაღაში, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე).

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო დელეგაციამ (ვ.ყოლბაია, ე.გვაზავა, ჯ.გამახარია, ზ.ჯგუბურია)  ჩაატარა ვიზიტები ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში (მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი კატერინა კალისტოვა) და ქ.კარლოვი ვარის მერთან ბ-ნ პეტრ კულჰანეკთან. შედგა სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის უსაფრთხოების, განვითარების და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წევრებთან. ასევე, შედგა შეხვედრები ჩეხეთში ქართული დიასპორის, კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლებთან; ჩატარდა ვ.ყოლბაიას, ე.გვაზავასა და ჯ.გამახარიას მონაწილეობით  ბრიფინგი რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში.

შეხვედრებზე მიმღები მხარის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ბოლო პერიოდში რუსეთის  ფედერაციის მხრიდან  დე-ფაქტო აფხაზეთის სრული ანექსიის მიზნით გატარებულ ქმედებებს, ქართული სახელმწიფოს, მათ შორის აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების მიერ  განხორციელებულ კონტრმოქმედებებს, აფხაზეთის დე-იურე ხელისუფლების საქმიანობას სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო  და ჰუმანიტარული მიმართულებებით. გამოითქვა სურვილები შესაბამისი ხასიათის ჰუმანიტარული თანამშრომლობისა  და სათანადო დახმარების გააქტიურების შესახებ.


























 




































 

 

 

 

 

 

 














 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

 

 

 

 

 

 

 






 

 

 

 

 

 

 

 

 


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions