მოძრაობა ”ვიზრუნოთ ერთმანეთზე - საქართველო”


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, კავკასიის ახალგაზრდული ალიანსი, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები, საქართველოში არსებული სასწავლო დაწესებულებები, იწყებენ მოძრაობას ”ვიზრუნოთ ერთმანეთზე - საქართველო”.

 

მოძრაობის ფარგლებში დაიწყო სურსათ-სანოვაგის და აუცილებელი პირველადი საშუალებების შეგროვება, რომელიც დაურიგდებათ შეზღუდული შესაძლებლობებისა და დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის შედეგად შვილდაკარგულ მარტოხელა დედებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს, I,  II, III ჯგუფების უნარშეზღუდულ ვეტერანებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. პროექტი ითვალისწინებს სულ 500-მდე ოჯახის დახმარებას.

მოძრაობის ფარგლებში მოხალისეებად მუშაობენ: მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, ვინაიდან ის ონლაინ რეჟიმშიც მიმდინარეობს.

დღეისათვის საკმარისად ბევრი კომპანია და კერძო პირი გამოეხმაურა საქველმოქმედო მოძრაობას, მასში ჩართულია აფხაზეთის საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული ადამიანი.

მოძრაობა დაიწყო 5 დეკემბრიდან. პროდუქტებისა და აუცილებელი პირველადი საშუალებების შეგროვება ხდება მისამართზე: უზნაძის ქუჩა, №68, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, I სართული.

საჩუქრები გაიცემა 26-27 დეკემბერს, 11-დან 16 საათამდე.

29 დეკემბერს 19 საათზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სერთიფიკატები გადაეცემათ მოძრაობაში ჩართულ კომპანიებს, სასწავლებლებსა და მოხალისეებს. საქველმოქმედო მოძრაობას მხარს უჭერს საინფორმაციო მედია-საშუალებები.

საახალწლო ნობათში შეიძლება იყოს: წიწიბურა, ზეთი, მაკარონი, ტომატი, შაქარი, პურის ფქვილი, მარილი, კონსერვი, ტკბილეული და ოჯახისთვის აუცილებელი მოხმარების საგანი.

მოძრაობა ”ვიზრუნოთ ერთმანეთზე - საქართველო”

ადმინისტრაცია

მარიკა ვალნერი მობ.: 568 69 18 82; 555 38 18 06      Е-mail:  stophunger.georgia@gmail.com

მელანო სვანიძე მობ.: 598 61 01 77; 593 31 02 90

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions