აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს იური ვაზაგაშვილის ოჯახს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იური ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური, განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით გამორჩეული ტერორისტული აქტის გამო, გმობს მომხდარს, როგორც ქვეყნის და საზოგადოების სტაბილურობისათვის უაღრესად საშიშ ქმედებას და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
Print