საპატიო ქალბატონების დაჯილდოება

დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე,  გამორჩეული ბიოგრაფიის  9  ქალბატონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

თითოეული მათგანი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმისა  და აქტიურობის ნიშნით შეირჩა. დაჯილდოებულთა შორის არის აფხაზეთში დაღუპული პარტიზანის, თენგიზ ზარანდიას დედა, ქალბატონი ევგენია ზარანდია.

წარმატებულ ქალბატონებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის.































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions