1. შესავალი
1.1 მოხსენების მიზნები და გამოყენებული მეთოდოლოგია
აღნიშნული მოხსენება მომზადებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მოიცავს 2015 იანვარ-მარტის მოვლენებს და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ყოველკვარტალურ მოხსენებებს. აღნიშნული განახლებადი მონაცემები მიზნად ისახავენ საერთაშორისო საზოგადოების რეგულარულად ინფორმირებას, აუწყებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს მიმდინარე მოვლენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გამოყენებული მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძვნებულია სხვადასხვა ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეგროვებაზე და მათი ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით. ფორმატის შეზღუდვის გამო აღნიშნული მოხსენება არ მოიცავს ჩადენილი ძალადობის ყველა შემთხვევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამოყოფს მხოლოდ ყველაზე ცნობილ ძალადობის ფაქტებს. ფაქტების მოძიების მეთოდოლოგია ვერ უზრუნველყოფს ვიზიტებს და ინტერვიუებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის გამოც მონაცემები არასრულყოფილია.
1.2 საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და ოკუპანტი ძალის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები
რუსეთის მიერ 1991-2015 წლებში განხორციელებულ სამხედრო აგრესიის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპაციური პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი. მათ წაერთვათ საერთაშორისოდ აღიარებული უფლება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებაზე. ამჟამად რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი ტერიტორია ფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. აღნიშნული აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოებისა და ოფიციალური სტრუქტურების მიერ. ხაზგასმით აღასნიშნავია რომ რუსეთის ფედერაციამ სოხუმის ოკუპაციურ რეჟიმთან ხელიმოაწერა ე.წ. „ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“- ს, ხოლო ცხინვალის ოკუპაციურ რეჟიმთან ე.წ. „ინტეგრაციისა და ალიანსის ხელშეკრულება“-ს. ამდაგვარად ფორმდება საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია და ანექსია.
2008 წლის ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციას აეღო პასუხისმგებლობა რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას მისცა მითთითება შეესრულებინა 2009 წლისა და 2015 წლის სხდომებზეზე მიღებული, შესაბამისად 97-ე და 113-ე რეზოლუციები.
ასევე, ევრო პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია რომ „2014 წელს რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო უმთავრესი კანონების დარღვევას; აგრძელებს ეთნიკურ წმენდასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალისმიერი მეთოდებით დემოგრაფიულ ცვლილებებს. ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე, მოსახლეობის ურთიერთ კავშირის დარღვევაზე და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე“
1.3 საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართების აღმართული კედელი
საოკუპაციო ხაზისა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მეშვეობით გამოყოფილია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტების მიერ გავლებული ე.წ. სასაზღვრო ზოლი არ აძლევს საშუალებას ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს დაბრუნდეს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში.
რუსეთის ფეესბეს მესაზღვრეების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდება საოკუპაციო ზოლის გადმოწევა რაც აღიარებულია ტერიტორიის მცოცავ ანექსიად. აღნიშნული, ეთნიკურად ქართული მოსახლეობისთვის ქმნის მეტ შეზღუდვებს და არ აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას გადალახოს ე.წ. საოკუპაციო ზოლი რომელიც კვეთს მათ ეზოებს, ხეხილის ბაღებსა და სახნავ მიწებს. რუსეთის ფეესბეს მესაზღვრეები რეგულარულად აპატიმრებენ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის, გარდა იმ პირებისა რომლებსაც აქვთ რუსი მესზღვრეებისთვის მისაღები საბუთი. შეზღუდვები ეხებათ მოხუცებს, ბავშვებს, ქალებს და იმ პირბს რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
2011 წლის გაზაფხულზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასაზღვრო ზოლზე, გააძლიერეს მავთულხლართების აღმართვის პროცესი და ხელოვნური ბარიერების შექმნა. აღნიშნულმა პროცესმა 2013 წლიდან უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო და ამჟამად საოკუპაციო ზოლის სიგრძემ მხოლოდ ცხინვალის რეგიონში მიაღწია 51 კმ-ს. ზოგიერთ სეგმენტში მავთულხლართების კედელი შეჭრილია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზე, რის შედეგადაც ფართოვდება ოკუპირებული ტერიტორიები.
აღსანიშნავია, რომ მავთულხლართების კედლის აღმართვას და ხელოვნური ბარიერების შექმნას ზემოქმედება აქვს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აღნიშნული ყოფს საზოგადოებას, სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ოჯახებს და ხელს უშლის ხალხს ურთიერთობაში. ბლოკავს ადგილობრივი მოსახლეობის შესვლას თავიანთ ნაკვეთებში და საირიგაციო წყლის სისტემით სარგებლობას. ასევე, დაწესებული შეზღუდვები ეხება ეკლესიებისა და სასაფლაოების მონახულებას. რაც უფრო საგანგაშოა, საოკუპაციო რეჟიმი უბლოკავს მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად. ამრიგად რ.ფ. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დარღვეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების საკუთრების ქონის, ოჯახური ცხოვრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღბისა და სხვა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საოკუპაციო ზოლზე, მავთულხლართების კედლის აღმართვას პირდაპირი გავლენა ჰქონდა 200 ადგილობრივ ოჯახზე, რამაც შექმნა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა.
2.1 წამება და არა ადამიანური მოპყრობა
2.1 შესავალი
2008 წლის ომის დროს და შემდგომაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაფიქსირებულია წამების და არა ადამიანური მოპყრობის მრავალი შემთხვევა. ევრო საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარმა მიიღო ინფორმაცია, იძულებით გადაადგილებული პირებისგან, მათ მიმართ განხორციელებულ წამების და არა ადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. უნდა აღინიშნოს, რომ წამებისა და არა ადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) აღნიშნა განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ასევე დაფიქსირებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრების მძიმე პირობები. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მარტში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბატონი ხუან ე. მენდეზი, რომელიც იკვლევს წამებისა და სხვა სასტიკ, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვის ან დასჯის ფაქტებს, ინახულა საქართველო, მაგრამ არ მისცეს უფლება შესულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
2.2 მიმნდინარე მდგომარეობა
მოხსენების პერიოდში, აღინიშნა მრავალი შემთხვევა მოსახლეობის თავისუფლებაზე ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის, წამებისა და არადამიანურ მოპყრობის ფაქტები. აღნიშნულმა გაიჟღერა ქართულ მედიასა და სხვა ღია წყაროებში. 2015 წლის 23 იანვარს საოკუპაციო ზოლზე, რუსი ფეესბეს ოფიცრების მიერ იყო დაკავებული სკოლის სამი მოსწავლე გალის რაიონიდან. სამივე ბავშვი იყო ერთი ოჯახის წევრი და მიდიოდა სოფელ წკუშის სკოლაში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ფეესბეს ოფიცრები ხუთი საათის განმავლობაში ცუდად მოპყრნენ ბავშვებს; 2015 წლის 29 იანვარს, რუსი ჯარისკაცები ჯავშან–ტრანსპორტიორებით შეიჭრნენ სოხუმის რაიონის ს. აჩადარაში, რომელიც დასახლებულია ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით. რუსმა ჯარისკაცებმა უმოწყალოდ სცემეს სოფლის რამოდენიმე მცხოვრები, მათ შორის 78 წლის ეთნიკური სომეხი; 2015 წლის 28 თებერვალს რუსმა სამხედროებმა მოიტაცეს ზუგდიდის რაიონიდან 55 წლის მამაკაცი და სასტიკად სცემეს, რის შემდეგ გადაიყვანეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტრიტორიაზე; 28 თებერვალს რუსი ფეესბეს ოფიცრების მიერ გალის რაიონი ს. ნაბაკევის მცხოვრები დაკავებული იყო ე.წ. საზღვირის არალეგალურად გადაკვეთსითვის. დაკავებულმა გაქცევა სცადა რის შემდეგაც სასტიკად სცემეს ავტომატის კონდახით და გადაიყვანეს გალში აფხაზეთის უსაფრთხოების შტაბში; 2015 წლის 13 მარტს, ს. თაგილონის მცხოვრები დაკავებული იქნა საზღვრის არალეგალურად გადაკვეთსითვის. რუსმა ფეესბეს ოფიცრებმა ის გადაიყვანეს გალში აფხაზეთის უსაფრთხოების შტაბში და სატიკად სცემეს; 2015 წლის 14 მარტს, რუსმა ფეესბეს ოფიცრებმა ანაკლიისა და სოფელ ცაიშის მცხოვრებნი დააკავეს ე.წ. საზღვირის არალეგალურად გადაკვეთისთვის, გადაიყვანეს აფხაზეთის უსაფრთხოების შტაბში და ორივე სატიკად სცემეს; 2015 წლის 26 მარტს, გალის რაიონში დააკავეს მამაკაცი, სასტიკად სცემეს და მოგვიანებით გადაიყვანეს გალის ცენტრალურ საავადმყოფოში.
2.3 დასკვნა
ზემოთ აღნიშნული ფაქტები ასახავენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. თავისუფელების ხელყოფის, წამებისა და ცუდად მოპყრობის ფაკტებს, რაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევაა.
3. დაუსაბუთებელი დაპატიმრებები
3.1 შესავალი
2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უფრო ინტენსიური გახდა ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის ფაქტები და დაუსაბუთებელი დაპატიმრებები. რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები და სეპარატისტული მთავრობის დაჯგიფებები აგრძელებენ მოსახლეობის დაუსაბუთებელ დაპატიმრებებს ე.წ. "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" საბაბით. არასრული მონაცემებით 2011 წელს მათ მიერ იყო დაკავებული 184 მოქალაქე; 2012 წელს - 301 მოქალაქე; 2013 წელს - 441 მოქალაქე; 2014 წელს 307 მოქალაქე. დაპატიმრებები ე.წ. სასაზღვრო ზოლში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას, რასთანაც წლების განმავლობაში შეხება აქვს სასაზღვრო ზოლის ორივე მხარის მოსახლეობას. ფულის გამოძალვის შემდგომ კი ხდება დაკავებულების განთავისუფლება.
3.2 მიმდინარე სიტუაციები
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მრავლად იყო დაფიქსირებული უკანონო დაპატიმრებების შემთხვევები. მრავალი ფაქტი ადასტურებს ადასტურებს დაპატიმრებულთა მიმართ არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები აფიქსირებენ მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ხდება წამლების საყიდლად, ოჯახის წევრების, ნათესავებისა და წინაპრების საფლავების მონახულების მიზნით, რაც დეფაქტო ხელისუფლების მიერ აღქმულია, როგორც არალეგალური და უკნონო ქმედება ასევე რუსი და ოსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით დაკავებულნი იყვნენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადასული მოქალაქეები, მათ შორის ქალები, მოხუცები და ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლები.
2015 წლის იანვარ–მარტში დაკავებული იყო 550 ადამიანზე მეტი ე.წ. საზღვრის არა ლეგალურად გადაკვეთისთვის. გრძელდება ძალისმიერი მეთოდებით დაკავებები და დაკავებულების გამოსყიდვის პროცესები. მედიისა და სხვა ღია წყაროების მეშვეობით ცნობილი გახდა რომ, 2015 წლის 10 იანვარს, რუსეთის ფეესბეს მესაზღვრეებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია რის შედეგადაც გალის რაიონის სოფელი ნაბაკევის მიდამოებში დააკავეს 10 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის; 2015 წლის 13 იანვარს რუსეთის ფეესბეს მესაზღვრეებმა ასევე ჩაატარეს სპეცოპერაცია გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში და დააკავეს ამ სოფლის 7 მცხოვრები; ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის 2015 წლის 6 მარტს დააკავეს დუშეთის რაიონის სოფელ ბურღელებიდან, ახალ გორის რაიონის ს. ნაგომევში გადმოსული ორი მოქალაქე და გაანთავისუფლეს 11 მარტს 4,000 რუბლის გადახდის შემდეგ; 2015 წლის 13 მარტს რუსმა ფეესბეს მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავეს გორის რაიონის სოფელ ზაარდიანთკარში მცხოვრები პირი ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუაში, ორივე პატიმარი იყო განთავისუპლებული 25 მარტს 2,000 რუბლის გადახდის შემდეგ; 2015 წლის 17 მარტს ქ. გორის და ქ. თბილისის მცხოვრებნი დაკავებულნი იყვნენ ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო არწვში. ერთ-ერთი პატიმარი განთავისუფლებული იქნა 21 მარტს 2,000 რუბლის გადახდის შემდეგ. არის მრავალი შემთხვევა დაუსაბუთებელი დაპატიმრებებისა რომელიც არ არის დაკავშირებული ე.წ. საზღვრის არალეგალურად გადაკვეთასთან. მაგალითად ქართულ მედიასა და სხვა ღია წყაროების მეშვეობით ცნობილი გახდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულადან რუსი სამხედროების მიერ 4 მცხოვრებლის გატაცება და მათი ოჯახებიდან გამოსასყიდის სახით ოც–ოცი ათასი რუბლის მოთხოვნა.
3.3 დასკვნა
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი ვითარება რომელიც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის მე- 9 მუხლს(ICCPR); ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის მე-5 მუხლს (ECHR) და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებეს
4..თავისუფალი გადაადგილების უფლების პრინციპი
ოკუპანტების მიერ დაწესებული ე.წ. საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის შედეგად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იკრძალება და იზღუდება თავისუფალი მოძრაობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ე.წ. ადმიმისტრაციული საზღვრის ოეივე მახრისთვის. რუსი ფეესბეს მესაზღვრეები აკონტროლებენ ე.წ. სასაზღვრო პერიმეტრს, არ აძლევენ იძულებით გადადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და საშუალებას დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
4.1 დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევას კერძოდ, დაირღვა საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის (ICCPR) მე-12 მუხლი; ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 13 მუხლი (UDHR); ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის (ECHR) მე-2 მუხლის № 4 პროტოკოლი. აღნიშნული შეზღუდვები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ დაუშვებელია.
მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული შეზღუდვები ყოფს მოსახლეობას და ოჯახებს, უბლოკავს მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოებას და სარწყავი სისტემის გამოყენებას; უზღუდავს სალოცავებში მისვლასა და წინაპრების საფლავების მონახულებას, უზღუდავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალებას და რაც ყველაზე საგანგაშოა უბლოკავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას გადაუდებელი სასწრაფო სამედიცილო დახმარების მიღებას.
4.2 მიმდინარე მდგომარეობა
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, მოხსენების პერიოდიში გრძელდება ძალადობა, თავისუფლად გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევის უფლებაზე.
ე.წ. საზღვარზე აღმართული მავრთულხლართები საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიჩნეული იყო, როგორც ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხის თავისუფლების უხეშ ჩარევად. მათი აზრით: მავთულხლართების ღობე აშენებული რუსი ოკუპანტებისა და დეფაქტო ხელისუფლების მიერ ქმნიან ბარიერებს, ართმევენ მოსახლეობას უფლებებს თავისუფალ გადაადგილებაზე და კერძო საკუთრებაზე, აღნიშნული სიტუაცია სრულად კონტროლირდება რუსეთის ფედერაციას მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია განხილული იყო ევროსაბჭოში და აღინიშნა, რომ ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ქმნის ქაოტურ სიტუაციას და ხელს უშლის გამჭვირვალობას და პროგნოზირობადობას. ასევე, აღინიშნა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობას აქვს აფხაზური პასპორტები, ზოგიერთ შემთხვევაშო იყენებენ ფორმა № 9-ს ან ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტებს. რომლის მოქმედების ვადა გასულია.
მედიასა და სხვა ღია წყაროების ინფორმაციით:2015 წლის 17 იანვარს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, გალის რაიონში გადასვლის დროს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას, დააკავეს 17 მოქალაქე. ისინი წაიყვანეს ს. ოტობიაში დისლოცირებულ რ. ფ. სამხედრო ბაზაში და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.
2015 წლის თებერვალში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის საბაბით გალის რაიონში დაიჭირეს 2 პიროვნება და მიუსაჯეს 4 თვიანი პატიმრობა.
2015 წლის 26 თებერვალს გალის რაიონის სოფელ პირველი გალის მაცხოვრებელს ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, დაიჭირეს რუსმა მესაზღვრეებმა, გადაიყვანეს სოფელ ნაბაკევის სამხედრო ბაზაში. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ისინი გამოუშვეს. 2015 წლის 17 მარტს გალის რაიონის მცხოვრებმა სცადა გადაეყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ჰქონდა მესამე ხარისხის დამწვრობა. მიუხედავად იმისა რომ ბავშვს ესაჭოროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისინი დააკავეს და არ მისცეს საშუალება გადაეყვანათ სამკურნალოდ. გავრცელებული ინფორმაციით 2015 წლის 12 მარტს რუსმა ფეესბეს მესაზღვრეებმა არ გადააკვეთინეს ე.წ. საზღვარი სოფელ ოტობაიას მცხოვრებს და მის პნევმონიით დაავადებულ შვილს, რომელსაც ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება
5. საკუთრების უფლება
5.1 შესავალი
საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე გადაუწყვეტელია დაკარგული სახლებისა და სხვა კერძო საკუთრების საკითხი. ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეზღუდვები საქართველოს ოკუპორებულ ტერიტორიებზე ხელყოფენ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს რაც საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევაა.
წლების მანძილზე სისტემატიურად ირღვეოდა უფლებები კერძო საკუთრებაზე. ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების ასობით სახლი იყო დამწვარი და განადგურებული.
2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში გამოძალვის მიზნით მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობდნენ გადაკვეთათ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი, უკანონოდ აპატიმრებდნენ რამოდენიმე დღით და გარკვეული თანხის მიღების შემდეგ ანთავისუფლედნენ .
აღსანისნავია რომ მოსახლეობა კვეთს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს მოსავლის ასაღებად, თავის ნაკვეთებში სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, მათ შორის დელიკატესის ჯონჯოლის დასაკრეფად, რომელიც მათთვის წარმოადგენს ერთად-ერთ საარსებო წყაროს .
5.2 მიმდინარე სიტუაცია
ზემოთ აღწერილი სიტუაცია საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. მრავალი წყარო მიუთითებს საკუთრების უფლების დარღვევზე. მოხსენების პერიოდში სოფელ დვანისა და გუგუთიანთკარის მოსახლეობა კონფლიქტის დაწყებიდან ცდილობდა არ დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლ-კარი. 2008 წლის ომის შემდეგაც ისინი ცდილობდნენ შეეკეთებინათ კონფლიქტის დროს დაზიანებული სახლები და ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ იქ. ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების კედელმა წაართვა ოცდაოთხი სოფლის მოსახლეობას საზრდო. მიწის ნაკვეთები რომლებიც აღმოჩნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აღნიშნულ ნაკვეთებზე მათ მოჰყავდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები. რუსი მესაზღვრეების მიერ სასაზღვრო რეჟიმმა შეუძლებელი გახადა მეპატრონეების მიერ მიწის დამუშავება და მოსავლის აღება. მავთულხლართების გადმოწევასთან დაკავშირებით გორის რაიონის სოფელ გუგუთიანთკარის მცხოვრებმა დაკარგა საკუთარი კარმოდამოს 50 %. არ დაფიქსირებულა ერთი შემთხვევაც კი, როცა რუსი მესაზღვრეები და ე.წ. ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება დახმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით 2015 წლის 20 იანვარს, გალის რაიონის სოფელ სიდაში რუსმა სამხედროებმა და ე.წ. სპეცნაზმა ჩაატარა ერთობლივი სადამსჯელო ოპერაცია და სამაგალითოდ გადაწვეს ეთნიკური ქართველი ოჯახების ორი სახლი. იმავე დღეს რუსმა სამხედროებმა ე. წ. აფხაზურ სპეცნაზთან ერთად გადაწვეს კიდევ ორი ქართველი ოჯახის სახლი გალის რაიონის სოფელ რეფში. 2015 წლის 23 იანვარს მათ ჩაატარეს ერთობლივი რეიდი, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისა და ზუგდიდში გადასვლის ფაქტის აღმოჩენა. რეიდის შედეგად მოსახლეობას ჩამოერთვა მთლიანად სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ზამთრის მარაგი და მობილური ტელეფონები. 2015 წლის 29 იანვარს რუსი სამხედროები ჯავშანტრანსპორტიორებით შეიჭრნენ უმთავრესად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ სოხუმის რაიონის სოფელ აჩადრაში. თავს დაესხნენ ეთნიკურ სომხურ 8 ოჯახს გაძარცვეს, წაართვეს ოქროულობა და ზამთრის მარაგი. 2015 წლის 3 თებერვალს რუსმა მესაზღვრეებმა არ მისცეს საშუალება გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მკვიდრს თავის საკუთარ ნაკვეთზე ჩაეტარებინა აგრარული სამუშაოები ვინაიდან მისი ნაკვეთი მოხვდა აღმართული მავთულხლართების კედელისა და ბანერი ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა’’-ას მიღმა. გალის რაიონის მოსახლეობისთვის თხილის მოსავალი არის ერთადერთი შემოსავლის წყარო და მისი კონფისკაცია ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
5.3 დასკვნა
მაშასადამე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვეოდა უფლება კერძო საკუთრებაზე, რის შედეგადაც დაირღვა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლი (UDHR); ადამიანის უფლებების ევრიპული კონვენციის 1 მუხლის №1 პროტოკოლი(ECHR); ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულები OSCE
6. მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას,საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს:
რომ განაგრძონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონსტატაცია;
განაგრძოს მოწოდება რუსეთის ფედერაციას მიმართ რათა მან აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე;
რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს ე.წ. საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების კედლის აღამრთვა და მოსახლეობისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა;
მიიღონ დამატებითი ზომები საქართველოს ოკუპირებულ ტერტორიებზე მონიტორინგის ჩასატარებლად, და მოახსენონ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ;
განაგრძონ მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, მისცეს შესვლის უფლება საქართველოს ოკუპირებულ ტერტორიებზე ლეგალური გზით a) ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფს; b) საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის მისიებს, (მაგ. EUMM- European Union Monitoring Mission ) მათ შორის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს;
განაგრძონ და გააძლიეროს საქართველოს ოკუპირებულ ტერტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მხილებას, როგორიცაა თავისუფალი გადაასგილება, წამება და არაადამიანური მოპყრობა; თავისუფლების უფლება; და საკუთრების ქონის უფლება