დაჯილდოება

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოიწვიეს ღვაწლმოსილი ქალბატონი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი  რაისა ნიჟარაძე.

ქალბატონი რაისა ოთხ ათეულ წელზე მეტია ემსახურება საყვარელ საქმეს.  მან 1971 წელს დაიწყო მუშაობა სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში და მას შემდეგ ამ უმაღლეს სასწავლებელთან ერთად გამოიარა მრავალი ქარტეხილი, მაგრამ თავის საქმეს დასაბამიდან დღემდე წარმატებით ართმევს თავს, ამიტომაც გამორჩეული აკადემიური მაჩვენებლების მქონე სტუდენტებსა და ლექტორებს   განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ მასთან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატებმა ქალბატონ რაისას  65 წლის იუბილე მიულოცეს და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში, მათ კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის, აქტიური სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ გაწეული ღვაწლისათვის ქალბატონ რაისას მადლობა გადაუხადა,  ჯანმრთელობა,  წარმატებით მოღვაწეობის გაგრძელება უსურვა  და უმაღლესი საბჭოს საპატიო  სიგელი გადასცა.



















































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions