ოთარ ჟორდანიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა

 

23 სექტემბერს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, 1993-2005 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ოთარ ჟორდანიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საზეიმო მიღება გაიმართა.

 

ოთარ ჟორდანიას დაბადების დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

 

”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის” დევნილობაში ფუნქციონირების, თანამედროვე დონის უმაღლესი განათლების კერად ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ოთარ ჟორდანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, რომელიც მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ გადასცა.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions