აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართვა

1991 წლიდან ყოველ წელს იმართება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ კოორდინირებული 16 დღიანი კამპანია  „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“.

 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღის - 25 ნოემბრისადმი მიძღვნილი 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში  სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება: 29 ნოემბერს - უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე, 1 დეკემბერს - შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე, 6 დეკემბერს - მონრეალში 1986 წელს მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე და 10 დეკემბერს -გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად გამოცხადებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მიღების დღე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ამ პერიოდში გაეროს ეგიდით მიმდინარე ღონისძიებათა მხარდასაჭერად.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions