2015 წლის 28-29 ნოემბერს ქ.თბილისში სპორტსაზოგადოება „მართვეს“ ძიუდოს დარბაზში (ცოტნე დადიანის N134) აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში 2001-2002, 2003-2004 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის 9 წონით კატეგორიაში.
აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში მიზნად ისახავს ქალაქებსა და რაიონებში, ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში სასწავლო-საწვრთნელი მუშაობის განვითარებას, სპორტსმენთა ოსტატობის დონის ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ძიუდოს პოპულარიზაციას, წარმატებული, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, ახალგაზრდობის აქტიურ ჩაბმას ძიუდოს სექციაში, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას.
შეჯიბრების დასაწყისი 28 ნოემბერი 11.00. სთ, ფინალური შეხვედრები და ტურნირის საზეიმო დახურვა შედგება 29 ნოემბერს 16.30 სთ -17.30 სთ.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებით და დიპლომებით.