10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად გამოცხადებული ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მიღების დღეს აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას და მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ამ პერიოდში გაეროს ეგიდით მიმდინარე ღონისძიებათა მხარდასაჭერად.
ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
1. ზაურ ბედია - პენსიონერი;
2. თენგიზ კვირტია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
3. ლეილა ავიძბა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასტან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველი;
4. დალი ლაკერბაია- პენსიონერი;
5. თამარ ახალაია - სკოლის დირექტორი;
6. მედეა ქობალია - აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მთ. მრჩეველი;
7. თამარ ქებურია - აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;
8. ოთარი გუგუსიანი - ომის ვეტერანი;
9. ზურაბ მამარდაშვილი- ომის ვეტერანი;
10. გიგლა აქუბარდია- პენსიონერი;
11. ლარისა თაკალანძე - სოხუმის უნივერსიტეტის სენატის სპიკერი;
12. სოფიო გვარამია- სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.
ქ.თბილისი, 10 დეკემბერი 2015 წელი