გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალბატონები დაჯილდოვდნენ

 

1991 წლიდან ყოველ წელს იმართება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ კოორდინირებული 16 დღიანი კამპანია  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება: 25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე, 29 ნოემბერი - უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე, 1 დეკემბერი - შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე, 6 დეკემბერი - მონრეალში 1986 წელს მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე და 10 დეკემბერი - გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად გამოცხადებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მიღების დღე.

 

11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების, სახალხო დიპლომატიის განვითარების, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:

 

 

1. ქრისტინა კილანავა, ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე;

2. ნანა გოგოხია, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის” იურისტ-კონსულტანტი, კონფლიქტოლოგი;

3. მარეხი ზაქარაია,  ასოციაცია  ”მშვიდობა და განათლების” კონსულტანტი.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ანზორ წოწონავა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, რაისა ქარაია ფრაქცია ”ერთიანი საქართველო” თავმჯდომარე, ნუგზარ მგალობლიშვილი დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ლეთოდიანი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, რიტა ცინდელიანი აღმასრულებელ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის საორგანიზაციო დეპარტამენტის განყოფილების უფროსი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions