აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა განაახლა საგაზაფხულო სესიის ფორმატში


2 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა განაახლა საგაზაფხულო სესიის ფორმატში. რეგლამენტის 68-ე მუხლის თანახმად უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია თბერვლის პირველ სამშაბათს სხდომით იხსნება.

სხდომა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ გახსნა.

ტრადიციულად მოისმინეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ანგარიში მთავრობის 2015 წლის საქმიანობის შესახებ. ვ.ყოლბაიამ სხდომის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და დევნილთა დასაქმების საკითხებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზე, ასევე წარმატებული დევნილი ახალგაზრდების, ხელოვანი ადამიანების და მეცნიერების ხელშეწყობაზე, გალის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და სოფლის მეურნეობაში მცირე ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დევნილთა ჩართულობაზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ საუბარი დიალოგისა და კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. დეპუტატებმა ისაუბრეს უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის უახლოეს ამოცანებზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions