რუსი ექსპერტები - “აფხაზეთს სულ მალე საკუთარი „დამოუკიდებლობით“ ვაჭრობა მოუწევს”

ცნობილი რუსი ექსპერტის ანდრეი ეპიფანცევის აზრით, აფხაზეთს   სულ მალე მოუწევს საკუთარი „ დამოუკიდებლობით“ ვაჭრობა. მისი თქმით, ამჯამად აფხაზეთი „ გლობალურ ჩიხში“ იმყოფება და თუ რუსეთი მას  საჭირო ფინანსურ დახარებას არ გამოუყოფს, სოხუმს ადრე თუ  გვიან  საკუთარი „დამოუკიდებლობით“ ვაჭრობა ანუ მოსკოვის ან თბილისისთვის ფორმალურად მათ შემადგენლობაში შესვლის შეთავაზება მოუწევს.

„აფხაზეთი ნელ ნელა მიიწევს იქითკენ, რაზეც მე უკვე  მრავალი წელია ვლაპარაკობ. სახელმწიფო, რომლის მიზანსაც  შეადგენს აფხაზების ეთნიკური პროექტის რეალიზაცია და ისეთი სახელმწიფოს შექმნა,  რომელიც აშენებული იქნება მე-18-მე19 საუკუნეების  თვითორგანიზაციის არქაული ფორმის საფუძველზე, უკიდურესად სუსტი სახელმწიფოებრიობითა და ძალზე ძლიერი კლანური ხელისუფლებით, რისი შექმნაც  თანამედროვე პირობებში შეუძლებელია.ის  ვერ შედგება მთელი რიგი მიზეზების გამო და პირველ რიგში ეკონომიკური მიზეზებით“,წერს ეპიფანცევი და მიუთითებს, რომ პრაქტიკულად ეს უკვე  გამოვლინდა ინფრასტრუქტურის ტოტალური კოლაფსით, რომლის ნაწილსაც შეადგენს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც“.

ექსპერტის  თქმით,  დამოუკიდებლობის 23 წლის მანძილზე მისი რემონტისთვის არაფერი ჩადებულა, რადგანაც აფხაზეთი საკუთარ ფულს ვერ გამოიმუშავებს, ხოლო მოსახლეობა  მიწოდებული ელექტროენერგიის იმ მცირე საფასურსაც არ იხდის, რომელიც იქ დადგენილია- 40 კაპიკი/კვ.სთ.

ექსპერტ ა. კრივენიუკის აზრით,“მრავალმილიარდიანი  დანახარჯის გარეშე სიტუაციის გამოწორება შეუძლებელია. „მაგრამ ამ რაოდენობის თანხის მონახვის შემთხვევაშიც კი , ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მის დახარჯვას აზრი არა აქვს, რადგანაც ინფრასტრუქტურის შემდგომ მომსახურებასაც ფული სჭირდება, რაც აფხაზეთს არ გააჩნია. და არ გააჩნია  იმიტომ, რომ  იქ არ არსებობს ეკონომიკა, რომელიც ამ მოცულობის თანხებს გამოიმუშავებს. ეს გლობალური ჩიხია“-წერს ეპიფანცევი.

ექსპერტის აზრით, რუსეთი არ მოინდომებს აფხაზეთის მუდმივად რჩენას და  „აფხაზური პროექტისთვის“ ფულის დახარჯვას. ის  მორიგი დილემის წინაშე აღმოჩნდება - მისცეს თუ არა რუსულ ბიუჯეტზე პარაზიტულად ჩამოკიდებულ აფხაზეთს ფული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად და სხვა საჭიროებებისთვის, რომლის მიზანს შეადგენს ეთნიკური  ტიპის სახელმწიფოს  აშენება. ნავთობზე მაღალი ფასების დროს რუსეთი აუცილებლად იტყოდა „ რასაკვირველია, მივცეთ“, მაგრამ  ამ სიტუაციაში, როცა ფული არ არის, პასუხი ნათელია.

„თუ ფულს ვერ მიიღებს, აფხაზეთს ელოდება კიდევ უფრი დიდი დეგრადაცია, პოლიტიკური კრიზისი და სხვა „სახალიხო“ რამეები, რომლებიც მას ადრე თუ გვიან მიიყვანს საკუთარი „დამოუკიდებლობით“ ვაჭრობამდე“ - თვლის ექსპერტი.

abkhazia inform, 26.02.16

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions