”ო, აფხაზეთო....”

 

23 აპრილს ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორის, მურმან კვარაცხელიას წიგნის ”ო, აფხაზეთო...”-ს პრეზენტაცია.

 

ბატონ მურმან კვარაცხელიას მისი ორიგინალური ნაშრომი მიულოცეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა, აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის ჯ.გამახარიამ, დ.ჯაიანმა, ა. მარშანიამ, ე.პაჭკორიამ, ციცინო ჯულუხიძემ, ირმა ოსიამ, მაია გელიაშვილმა და სხვებმა.

 

წიგნში, რომელიც თავად ავტორმა წარმოადგინა, ნოსტალგიური პათოსით არის გადმოცემული ის სულიერი ტკივილი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ძირძველი მხარის, აფხაზეთის დაკარგვით. ამ წიგნით ბატონმა მურმანმა მკითხველებს, პირველ რიგში აფხაზეთის მკვიდრ ქართველებსა და აფხაზებს კიდევ ერთხელ შეახსენა ორი ერის ისტორიულ-კულტურული და ნათესაური კავშირები, ახსნა, თუ რატომ არ შეიძლება ამ ორი ერის გახლეჩა და რომ ამ კონფლიქტს გამარჯვებული არ ჰყავს. ამიტომაც  ერთადერთ გამოსავალ გზად მიიჩნევს მშვიდობიან, ურთიერთმიმტევებლურ თანაარსებობას საქართველოს წიაღში. ეს არის წიგნის მთავარი ლაიტმოტივი ანუ რეალობაში გზა, რომელიც აფხაზეთისკენ მიდის.

 

ავტორმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და სარედაქციო ჯგუფს.

 

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, თსუ-ს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის ”გორდელას” გაჟღერებულმა სიმღერებმა ისედაც ემოციურ საღამოს მეტი ლირიულობა შემატა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions