თამაზ ნადარეიშვილის გახსენაბა

12 წლის წინ, 30 აგვისტოს აფხაზეთის პრობლემების მოგვარების პოლიტიკურ შტაბის რიგებს გამოაკლდა გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის საზოგადოების აღიარებული პოლიტიკური ლიდერი, შეუვალი და უკომპრომისო წინამძღოლი, თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი და მათი გაჭირვების მოჭირნახულე, უშიშარი, გამოცდილი და თავმდაბალი თანამებრძოლი.

 

ამბობენ, ადამიანი სანამ უყვართ და ახსოვთ, არ კვდებაო!

გვიყვარს, გვახსოვს, მაგრამ მაინც გვაკლია....

თამაზ ნადარეიშვილის სახით ქვეყანას დააკლდა დიდი პიროვნება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელმძღვანელი, ოჯახმა დაკარგა მზრუნველი და მოსიყვარულე თავკაცი, სამეგობრომ- გვერდში მდგომი ღირსეული მეგობარი, აფხაზეთის საზოგადოებამ - მათ აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალი, აფხაზეთის დაბრუნებისთვის თავდადებული მებრძოლის სიმბოლოდ ქცეული წინამძღოლი, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა - მათთან ერთად ბრძოლებში გამობრძმედილი, მათი ქომაგი და ყოველთვის საბრძოლველად შემართული სარდალი.

ბატონ თამაზს გულწრფელად სჯეროდა აფხაზეთში დაბრუნების. მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მიზანი ქვეყნის გამთლიანება და აფხაზეთში დაბრუნება იყო და ამ მიზანს ემსახურებოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე დიდი შრომის ფასად. თამაზ ნადარეიშვილის  მოღვაწეობის პერიოდი ისტორიამ ჩაიწერა, როგორც აფხაზეთის დაბრუნებისთვის ყველა საერთაშორისო არენაზე  შეუვალი ბრძოლის ეპოქა.

 

”... მიუხედავად დევნილთა მძიმე ყოფისა, ჩვენი მოსახლეობა, მისი ლეგიტიმური ხელისუფლება სულით არ გატეხილა, არცერთი ჩვენგანი არ შერიგებია აფხაზეთის დაკარგვას, სწორედ ამან შეგვაძლებინა მსოფლიოში უპრეცედენტო დევნილი ხელისუფლების აღდგენა და დევნილ მოსახლეობაზე მზრუნველობა. როგორი მართალიც არ უნდა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და დევნილი მოსახლეობის წინაშე, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებისგან ისინი კმაყოფილი მხოლოდ მაშინ იქნებიან, როდესაც თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდებიან აფხაზეთში, მანამდე ყველა ჩვენგანის ვალია არ გვეწყინოს მათი გაცხარება, პირიქით, გავიზიაროთ დევნილთა განწყობა და ნებისმიერი საშუალებით ვიზრუნოთ, შევქმნათ ის მინიმალური პირობები, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური და სულიერი გადარჩენისათვის.”

თამაზ ნადარეიშვილის გამოსვლიდან საქართველოს

პარლამენტის სხდომაზე, ქ. თბილისი, 2000 წელი.

”...ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოს დაქუცმაცებას, ისტორიულად მისგან განუყოფელი აფხაზეთის დათმობას და მოვითხოვთ, რომ აფხაზეთი იყოს ერთიანი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოს სუბიექტი, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად გარანტირებული ექნება ფართო ავტონომიური უფლებები, ცენტრისგან მაქსიმალურად გამიჯნული უფლებამოსილებით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, ერთი სიტყვით, ყველა იმ ნორმის დაცვით, რასაც საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს ერთიანი სახელმწიფოს საზღვრებში. ”

თამაზ ნადარეიშვილის გამოსვლიდან ეუთოს სხდომაზე, ქ.ვენა, 1998 წელი.

 

”....აფხაზეთის მოვლენებზე ჩემი პოლიტიკური შეფასება ასეთია: ეს იყო სამხედრო პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც გამოყენებულ იქნა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად, მისი სახელმწიფოებრივი ორიენტაციის შეცვლის მიზნით. ეს კონფლიქტი შედეგია იმპერიული აზროვნებისა, რომელსაც შორს მიმავალი რეციდივი გააჩნია. ”


თამაზ ნადარეიშვილის მოხსენებიდან ნატოს

გაფართოებულ  სხდომაზე, ქ. ბრიუსელი, 1999 წელი.



თამაზ ნადარეიშვილის გამოსვლა ეუთოს სხდომაზე, 2000წ.




გაეროს გენერალურ მდივანთან, ბუტროს ბუტროს გალისთან,
ნიუ-იორკი, 1995წ.


ეუთოს გენერალურ მდივანთან იანოშ კუბიშთან, ქ.ვენა, 1999წ.


გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან
საქართველოში ჰაიდი ტალიავინთან, 2003წ. 


ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ვალტერ შვინმერთან,
სტრასბურგი, 2000წ. 


ნატოს შტაბბინაში სხდომაზე გამოსვლის წინ,
ბრიუსელი, 1999წ. 


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions