აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

 

ბატონ კარასინის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იგი არსებით „სიახლესაც“ შეიცავს. თურმე ნუ იტყვით, ცხინვალის რეგიონი 2008 წლის 12 აგვისტომდე „დამოუკიდებლობას“ იცავდა, რა თქმა უნდა, მეზობელი ხალხების დამოუკიდებლობაზე გადამკვდარი რუსეთის დახმარებით?!?!?! ჩვენ კი გვეგონა, რუსეთი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობო მისიას ახორციელებდა.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი აგრძელებს კანონიერი მოსახლეობის უმრავლესობისაგან „გაწმენდილი“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის „დამოუკიდებლობაზე“ ლაქლაქით შენიღბვის პოლიტიკას. კრემლში მას „ახალ რეალობას“ უწოდებენ. ნამდვილი ახალი რეალობა კი რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში, აღნიშნული ტერიტორიების ანექსიის მცდელობაში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, სურს ეს ბატონ კარასინს, თუ არ სურს, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დასრულდება, სამართლიანობა აღსდგება, რის შემდეგაც რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა დამყარდება.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions